ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-03-26

სტუმრად სახელმწიფო უნივერსიტეტში

     25 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მწერალი ლაშა ბუღაძე და თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე შეხვდნენ. ღონიძიებას ორგანიზება სტდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტმა გაუწია. მოწვეულმა სტუმრებმა სტუდენტების უამრავ წერილობით თუ ზეპირ შეკითხვას უპასუხეს. საუბარი შეეხო თეატრს, ლიტერატურას, თანამედროვე მწერლებისა და პოეტების შემოქმედებას. დისკუსია გაიმართა საქართველოს ისტორიის და მისი უახლესი წარსულის შესახებაც. თვითმმართველობის ინიციატივით მსგავსი შეხვედრები სტუდენტებისთვის მომავალშიც გაგრძელდება.
Print

« იხ. ყველა სიახლე