ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭომ თსუ ჰუმანიტარულ
მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე პროფესორი
ნანა გაფრინდაშვილი აირჩია.
ფაკულტეტის საბჭოს სხდომა 19 ივნისს, Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართა, ხოლო კენჭისყრის პროცედურა თსუ-ს მიერ შემუშავებული ხმის მიცემის ონლაინ პლატფორმის საშუალებით ჩატარდა.
არჩევნებში
ორი კანდიდატი მონაწილეობდა. პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი თსუ
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე 31 ხმით,
2020 წლის 19 ივნისიდან 4 წლის ვადით აირჩიეს.