2014-02-12
სტუდენტური ფოტოკონკურსი „UNIკადრი“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ფოტოკონკურსის
„UNIკადრი 2014“ გამოფენა და დაჯილდოების საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე კონკურსის ჟიურის მიერ შერჩული 25 საუკეთესო ფოტო გამოიფინა. გამოვლინდა კონკურსის სამი გამარჯვებული სხვადასხვა ნომინაციაში, თითოეულმა მათგანმა საპრიზო ფონდიდან 200 ლარი მიიღო.
ნომინაცია: უნივერსიტეტელის საუკეთესო პორტრეტი - მარიამ ჯაყელი (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი);
ნომინაცია: უნივერსიტეტის ფასადის ან შენობის დეტალების საუკეთესო ფოტოკადრი - მაგდა ბატიაშვილი (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
ნომინაცია: სასწავლო პროცესის და სტუდენტური ცხოვრების ამსახველი კადრი - თინათინ ბუჩუკური (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი).
„გამარჯვება მოულოდნელია, რადგან დავათვალიერე ყველა ნამუშევარი და საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავდა. ვურჩევ ყველას, რომ მიიღონ მონაწილეობა შემდეგ წელს და კიდევ უფრო გაზარდონ ნამუშევრების მრავალფეროვნება“, - განაცხადა კონკურსის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა მარიამ ჯაყელმა.
ფოტოკონკურსის „UNIკადრი“ მიზანია სტუდენტების შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა და წახალისება, ასევე უნივერსიტეტის შესახებ გადაღებული საუკეთესო ფოტოების შეგროვება. კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. კონკურსში მონაწილეობის მიღება უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის ნებისმიერ სტუდენტს შეეძლო. სამ სხვადასხვა ნომინაციაში შემოსული 200-მდე ფოტოდან ჟიურის წევრებმა: ფოტოგრაფებმა ანა გოგუაძემ, მინდია მიდელაშვილმა და გურამ წიბახაშვილმა საუკეთესო 25 შეარჩიეს, რომელთა გამოფენა უნივერსიტეტის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში რამდენიმე დღე გასტანს.
„ეს არ არის პროფესიონალების კონკურსი, ეს სტუდენტური ნამუშევრებია, ასე ხედავენ ისინი თავიანთ გარემოს და ყოველდღიურობას. შეფასების კრიტერიუმიც განსხვავდებოდა - არ აგვირჩევია ტექნიკურად სწორად გადაღებული ფოტოები, შევარჩიეთ ხასიათი, ხედვა და მთავარი სათქმელი, რომელიც დღეს ამ ახალგაზრდებს აქვთ“, - აღნიშნა კონკურსის ჟიურის წევრმა, ფოტოგრაფმა გურამ წიბახაშვილმა.
ჟიურის რეკომენდაციით, მომავალი წლის კონკურსი უკვე გამოცხადდა, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა უნივერსიტეტის შესახებ ფოტოები ერთი წლის მანძილზე გადაიღონ და საუკეთესო მათგანი უნივერსიტეტის 97 წლის იუბილეზე იხილონ.

« იხ. ყველა სიახლე