2010-03-11
სამეცნიერო ჟურნალის “კავკასიოლოგიური ძიებანი” პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ჟურნალის
“კავკასიოლოგიური ძიებანი” პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. საერთაშორისო კავკასიოლოგიურ სამეცნიერო ჟურნალში ძირითადად გამოყენებულია მასალები კავკასიოლოგთა პირველი საერთაშორისო კონგრესისა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით 2007 წელს მოეწყო.
“სამეცნიერო ჟურნალი “კავკასიოლოგიური ძიებანი” კავკასიური იდეის კონცეპტუალურ საფუძვლებს ემყარება. საერთო გეოგრაფიულ სივრცეში თანაცხოვრების ტრადიციული და თანამედროვე კულტურა, კავკასიელი ხალხების ლინგვისტური, ეთნოგენეტიკური, კულტურული ნათესაობა და საერთო ისტორიული წარსული კავკასიის რეგიონალიზაციის პრინციპებს აყალიბებს. მოპოვებული მიღწევებისა და თანამედროვე კვლევების კვალდაკვალ ჟურნალი აერთიანებს კავკასიოლოგიის პრობლემათა შემსწავლელ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგებს და, შესაბამისად, განსაზღვრავს კავკასიელი ხალხების სოციოკულტურულ როლს”. – აღნიშნულია ჟურნალის ანოტაციაში.
სამენოვან ჟურნალში დაბეჭდილი სტატიები იმ სამეცნიერო დარგებს მოიცავს, რომლებიც კავკასიას შეისწავლიან; ავტორები სხვადასხვა ქვეყნიდან კავკასიაში არსებულ პრობლემებს იკვლევენ.
“მეცნიერების ვალია წარმოაჩინოს ის, რაც არის და უპასუხოს კითხვებს რატომ არის ასე. ჩვენს ჟურნალში ასახულია XXI საუკუნის კავკასიოლოგია, გამოქვეყნებულ სტატიებში პასუხები გაიცა საინტერესო კითხვებზე”, - აღნიშნა ჟურნალის რედაქტორმა ცირა ბარამიძემ.
სამეცნიერო ჟურნალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით და ენათმეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით გამოიცა. სამენოვანი სამეცნიერო ჟურნალი “კავკასიოლოგიური ძიებანი” წელიწადში ერთხელ გამოვა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა სიახლე