2009-04-28

პირველი სტუდენტური რეგიონთაშორისი რესპუბლიკური კონფერენცია - "ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის".

დღეს, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა პირველი სტუდენტური რეგიონთაშორისი რესპუბლიკური კონფერენცია - `ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის~. კონფერენცია ხორციელდება თსუ-ს ჰუმანიტარული და კულტურულ - საგანმანათლებლო მიმართულების პროექტი ფარგლებში.
კონფერენციაში მონაწილობს თბილისის, სოხუმის, გორის, თელავის, ქუთაისის უმაღლეს სასწავლებლის 200-მდე სტუდენტი, პროფესორ-მასწავლებლები. კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოდგინეს კონფლიქტების თემატიკის ამსახველი თეზისები. კონფერენციის გახსნას დაესწნენ თსუ-ს რექტორი გიორგი ხუბუა და სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ჯონი აფაქიძე. “ თემა მეტად საინტერესო და აქტუალურია, მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემით სტუდენტები ინტერესდებია და თავიანთ ხედვას სთავაზობენ საზოგადოებას. ის რომ საქართველოში არსებული კონფლიქტები ამომწურავად და სრულად მოგვარდება, ამის წარმოდგენა ცოტა რთულია, მაგრამ ერთმანეთის პრობლემებზე და სატკივარზე დაფიქრება აუცილებელია. დღეს არ ჩანს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების დარეგულირების რაიმე კონკრეტული გზა. ამ ურთიერთობებში წინააღმდეგობები ყოველთვის იქნება, მაგრამ ეს უნდა მოექცეს სამერთლებრივ ჩარჩოებში და მოგვარდეს დიალოგის გზით. ერთმანეთს უნდა მივუახლოვდეთ ერთმანეთთან დაშორებით, დაახლოებით ასე წარმომიდგენია დღეს არსებული მდგომარეობა” – განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ.
კონფერენციისთვის მუშაობს რვა სამეცნიერო სექცია: სამართალმცოდნეობა, კონფლქტოლოგია, სოციალური მეცნიერებანი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, ჰუმანიტარული მეცნიერებანი ფილოსოფია, ლიტერატურათმცოდნეობა და ა.შ
ჰუმანირატულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ქალბატონ დარეჯან თვალთვაძის ინიციატივით - იმ სტუდენტს, რომელიც ჰუმანიტარული მეცნიერებების ფილოსოფია, ლიტერატურათმცოდნეობის სექციაში წაკითხავს საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომს, თეზისს ფაკულტეტის სახელით მას გადაეცემა სპეციალური დოპლომი და საჩუქარი.
ჰუმანიტარული და კულტურულ - საგანმანათლებლო მიმართულების პროექტი, რომლის ფარგლებშიც კონფერენცია მიმდინარეობს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007 წლიდან ფუნქციონირებს. პროქტში ჩაბმული არიან საქართველოს თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებლებლების სტუდენტები, მათშორის არიან სტუდენტები კონფლიქტური რეგონებიდან.
Print

« იხ. ყველა სიახლე