2010-04-06

ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის გეოპოლიტიკა

     6 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰაიფას უნივერსიტეტის (ისრაელი) პროფესორმა არნონ სოფერმა  საჯარო ლექცია თემაზე: „ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის გეოპოლიტიკა“ წაიკითხა.
     პროფესორმა სოფერმა თავის მოხსენებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თანამედროვე მსოფლიოში თავდაცვის სიმძლავრეს შეიარაღების დონე და ატომური იარაღის ფლობა კი არა, დემოგრაფიული და კლიმატოლოგიური პირობები განსაზღვრავს. დღეისათვის დემოგრაფიული მაჩვენებელი ბევრ ევროპულ სახელმწიფოში ნულოვანი ნიშნულის ქვემოთაა და პირიქით, მუსლიმურ სამყაროში იგი სულ უფრო და უფრო იზრდება, რაც სამომავლოდ მსოფლიოს ახალ სახეს განსაზღვრავს.
     მოხსენების დასრულების შემდეგ პროფესორმა არნონ სოფერმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე