2019-02-22

ტრენინგი - „როგორ დავწეროთ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი „როგორ დავწეროთ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგები“. ტრენინგს ესწრებოდნენ საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები და დაინტერესებული პირები ფაკულტეტებიდან.

ტრენინგს ატარებდა თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ირმა გრძელიძე და სასექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) კურსდამთავრებული გიორგი წურწუმია.

ტრენინგზე განხილულ იქნა სწავლის შედეგების გაწერასთან დაკავშირებული საკითხები. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
Print

« იხ. ყველა სიახლე