ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-02-26

ქალების ჩართულობა ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკის მეცნიერებებში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართა აშშ ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროგრამის დირექტორის, პროფესორ ბეტ მიჩნეკის  პრეზენტაცია თემაზე: როგორ შევუწყოთ ხელი ქალების ჩართულობას ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკის მეცნიერებებში (STEM).     
ღონისძიების მიზანი იყო ქალების ჩართულობის გაზრდა საინჟინრო მეცნიერებებში. პროფესორ ბეტ მიჩნეკის  მოხსენებაში საუბარი შეეხო  იმ აქტივობებს, რომელსაც აშშ-ის მთავრობა ახორციელებს ამ მიმართულებით ქალების დაინტერესების წასახალისებლად; თუ რა ტიპის პროგრამები ხორციელდება; როგორ უნდა დაიძლიოს სტერეოტიპები.
თსუ რექტორის მოადგილის მარინე ჩიტაშვილის განცხადებით, „საჭიროა ინსტიტუციონალურ დონეზე ხელი შეეწყოს ქალების ჩართულობას საინჟინრო მეცნიერებებში. ამერიკული მხარე გვთავაზობს საერთაშორისო აკადემიურ ქსელში ჩვენი ქალების ჩართვას. თსუ-ში გაჩნდა იდეა შეიქმნას ასოციაცია, რომელიც ყველა უმაღლეს სასწავლებელში დასაქმებულ ქალებს გააერთიანებს და იმუშავებს არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე.“
პრეზენტაციის შემდგომ  გაიმართა დიალოგი მომხსენებელსა და დამსწრეებს შორის. შეხვედრას  თსუ ადმინისტრაციული დეპარტამენტების და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

Print

« იხ. ყველა სიახლე