ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა
თამარ ვეფხვაძემ საზოგადოებას თსუ-ში მოქმედი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები წარუდგინა.
„საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი რამდენიმე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად, თსუ-ში ახალი პროდუქტი - ტურიზმის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამები გაინერგა. ამ პროგრამებმა წარმატებით გაიარა აკრედიტაცია. აკრედიტაციის საბჭომ სწორედ ეს პროგრამები აღიარა წლის საუკეთესო პროგრამებად. მომდევნო სასწავლო წლისთვის კიდევ რამდენიმე პროგრამის ამუშავებას ვაპირებთ, ამ წინადადებით მივმართავთ აკრედიტაციის საბჭოს,“- განაცხადა თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა
თამარ ვეფხვაძემ.
თსუ-ში 10 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს. მათ შორისაა: ტურიზმის მენეჯმენტი (IV-V საფეხურები), სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი (IV-V საფეხურები), მასაჟისტი (III საფეხური), კბილის სატექნიკო საქმე (IV საფეხური), კინო-ტელე რეჟისორი (IV-V საფეხურები), ტანსაცმლის დიზაინი (IV-V საფეხურები).