2014-03-05
ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ №5 პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ მეხუთე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ჟურნალის სარედაქციო კოლეგია, სტატიების ავტორები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ჟურნალი პოპულარულ ენაზე ასახავს თსუ-ში მიმდინარე საერთაშორისო მასშტაბების კვლევებს. აქ ნახავთ მასალებს სოციალურ, ჰუმანიტარულ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო, სამართლის, ეკონომიკის თემებზე უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების შესახებ.
თსუ რექტორ ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ეს არის სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი, რომელიც ორიენტირებულია მკითხველთა ფართო წრეზე. ჟურნალი იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სამეცნიერო მუშაოება ხორციელდება უნივერსიტეტში და რა მიღწევებია ამ მიმართულებით. სარედაქციო საბჭოში ჩართული არიან ჩვენი უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერები და ვფიქრობ, ჟურნალი იქნება ძალზე საინტერესო ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვისაც.“
„შევეცადეთ ჟურნალში მაქსიმალურად ასახულიყო უნივერსიტეტში ბოლო პერიოდში მიმდინარე სამეცნიერო კვლევები, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია და სხვადასხვა საერთაშორისო გრანტი აქვს მოპოვებული. ჟურნალში ასახული მრავალფეროვანი თემატიკა საინტერესოა არა მხოლოდ მეცნიერ-მკვლევართათვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც,“ -აღნიშნა ჟურნალის რედაქტორმა თამარ ხორბალაძემ.
თსუ პროფესორის რისმაგ გორდეზიანის თქმით, „ეს ჟურნალი ამყარებს აზრს, რომ უნივერსიტეტისთვის მეცნიერება არის მნიშვნელოვანი. მასში ასახული სხვადასხვა მიმართულების კვლევები, საკმაოდ საინტერესოა და მნიშვნელოვანია, რომ ამ კვლევების შესახებ ფართო საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება.“
ჟურნალის მეხუთე ნომერში საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ქართველი მამლუქები ეგვიპტეში და ქართული სამონასტრო თემი პალესტინაში; პლატონური ტრადიციები და საქართველო; ეთნოლოგიის სიახლეები; საქართველოს სასკოლო განათლება გამოწვევების წინაშე; ემოციური ინტელექტის ცნება და კვლევები საქართველოში, სოციალური მედიის განვითარების ტენდენციები საქართველოს მაგალითზე; ლაზერული თერმობირთვული სინთეზი; ორგანოების რეგენერაციის საკითხები; ტყიბულ-შაორის საბადოს პერსპექტივები; ამერიკული გამოცდილება ქართული ტურიზმის განვითარებისთვის; სასურსათო უსაფრთხოების საკითხები; სოციალური მარკეტინგის გამოწვევები; სამართლის პრაქტიკული ყოფიერების შესწავლა; ჰიპერთერმია - ონკოლოგიურ მეცნიერებებთან ბრძოლის ახალი მეთოდი; გულის კუნთის დაზიანების განკურნება; მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი გამოწვევების წინაშე; თსუ ვახუშტი ბაგრატონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დღევანედელი დღე და ა.შ.
„თსუ მეცნიერება“ ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და წელიწადში ორჯერ გამოდის. მისი მიზანია თსუ-ში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების შესახებ ინფორმაცია როგორც სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს, ასევე ფართო საზოგადოებას მიაწოდოს. ჟურნალში ასახული ყველა კვლევა საერთაშორისოდ აღიარებულია - მოპოვებული აქვს საერთაშორისო გრანტი, ჰყავს უცხოელი პარტნიორები ან წარდგენილია საერთაშორისო კონფერენციაზე.

« იხ. ყველა სიახლე