ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-04-08

საჯარო ლექცია „ტაო-კლარჯეთის ბუნება და გეოეკოლოგიური თავისებურებანი“

7 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სა ხელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პროფესორ გიორგი დვალაშვილის საჯარო ლექცია „ტაო-კლარჯეთის ბუნება და გეოეკოლოგიური თავისებურებანი“ გაიმართა.
პროფესორმა ისაუბრა თურქეთის 2 რეგიონის (შავი ზღვის და აღმოსავლეთ ანატოლიის) 3 პროვინციის (არტაანის, ერზერუმის, ართვინის) გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ბუნებრივ პირობებზე, თანამედროვე გეოეკოლოგიურ მდგომარეობასა და რეგიონში მიწისძვრების გავრცელების (1791 წელს ოშკის ტაძართან ახლოს მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რამაც უზარმაზარი კლდეზვავი გამოიწვია, წარმოიქმნა თორთუმის ტბა და 52 მ. ჩანჩქერი) კანონზომიერებაზე.
ლექციის მსვლელობისას გიორგი დვალაშვილმა აღნიშნული ტერიტორიის ლანდშაფტის ამსახველი ფოტომასალაც წარმოადგინა, მოხსენების დასასრულს კი, დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.
2012 წლის 7 აპრილს  ოშკის საკათედრო ტაძრის კურთხევის 1049 წლისთავი აღინიშნება.

Print

« იხ. ყველა სიახლე