2009-05-27
ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართა სემინარი
მოხსენებები წაიკითხეს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დიმიტრი შველიძემ, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა თსუ-ს სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა მალხაზ მაცაბერიძემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა პროფესორმა, პოლიტოლოგიის ინსტიტუტის უფროსმა სპეციალისტმა ოთარ ჯანელიძემ. დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ, თსუ-ს ფაკულტეტების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.
« იხ. ყველა სიახლე