ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინტერესო შეხვედრა ჩატარდა თსუ კონფლიქტების ანალიზისა და მართვის სტუდენტებსა და აშშ ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა შორის. შეხვედრაში მონაწილე ამერიკელი სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომები ჩვენი რეგიონის პრობლემებისადმია მიძღვნილი და ისინი ატარებენ შეხვედრებს სხვადასხვა რელევანტურ ჯგუფებთან.
შეხვედრის მოდერატორებს წარმოადგენდნენ თსუ კონფლიქტების ანალიზის და მართვის პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. გუგული მაღრაძე და აშშ ჯორჯ მეისონის უნივერისიტეტის პროფესორი, ფულბრატის პროგრამის ფარგლებში თსუ-ს კონფლიქტების ანალიზის და მართვის მომართულების მიერ მოწვევული მკვლევარი სუზენ ალენ ნენი.
შეხვედრის ფორმატი საინტერესოდ იყო დაგეგმილი. მოდერატორების შესავალი სიტყვის შემდეგ ქართველი და ამერიკელი სტუდენტები გადანაწილდნენ რამდენიმე ჯგუფში, სადაც ამერიკელი სტუდენტები თავიანთი სამაგისტრო თემების შესაბამისად ერთობლივად განიხილავდნენ სხვადსხვა საკითხებს ქართველ სტუდენტებთან ერთად შემდეგ თემატურ ჯგუფებში: ძირითადი გამოწვევები რეგიონის უსაფრთხოებისათვის, საქართველო-რუსეთის ურთოერთობები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული უფლებები, საქართველოში ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობა, რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის საფრთხეები. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში მონაწილე ქართველი სტუდენტებიდან ორი იყო სამაჩაბლოდან და ორი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირი და ამერიკელ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ განეხილათ მათთვის საინტერესო საკითხები პოსტ-კონფლიქტური ვითარების უშუალო მონაწილე ქართველ სტუდენტებთან.
ჯგუფებში განხილვის შემდეგ გაიმართა დისკუსია აღნიშნული საკითხების გარშემო. ამერიკელმა სტუდენტებმა აღნიშნეს რომ მათთვის ძალიან სასარგებლო და საინტერესო იყო ეს შეხვედრა და როგორც ქართველმა, ისე ამერიკელმა სტუდენტებმა გამოთქვეს დაინტერესება და მზაობა გააგრძელონ მომავალში კომუნიკაციები ონლაინ რეჟიმში.