2014-05-19
საქართველოს ევროკვშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება: შეხვედრა პროგრამის „4+1“ მონაწილე სტუდენტებთან
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობის შესახებ, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე განათლების სფეროში ისაუბრეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ
თამაზ მარსაგიშვილმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ
ქეთევან ციხელაშვილმა. საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტში ჩარიცხული „4+1“ პროგრამის ბენეფიციარი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი
ვლადიმერ პაპავა დაესწრო.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „საქართველოსთვის დგება ისტორიული მომენტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა, რაც ახალ შესაძლებლობებს შექმნის. აუცილებელია, რომ საქართველოს მოსახლეობა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა სიკეთე შეიძლება მოიტანოს ამან და რა იქნება გასაკეთებელი. ბუნებრივია, რომ უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესში ჩართულები იყვნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები.“
„მოხარული ვარ რომ დღეს შედგა შეხვედრა 4+1 პროგრამის სტუდენტებთან, რომლებიც მიეკუთვნებიან სხვადასხვა ეროვნულ უმცირსობას. ეს პროგრამა არის სპეციალურად მათთვის. სულ მალე საქართველო მოაწერს ხელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ჩვენი საინისტრო ამ პროგრამის სტუდენტებისთვის ატარებს კონკურსს, რომელიც ეხიანება ევროინტეგრაციის თემას. მათ ექნებათ შესაძლებლობა მოამზადონ ესეები ამ თემასთან დაკავშირებით. კომპეტენტური კომისია განიხილავს მათ თემებს და გამარჯვებული დაჯილდოვდება,“ განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა.
„ყველა პოლიტიკური ძალის სურვილი იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ამის პირველი ეტაპი არის ხელმოწერა, რომლითაც ჩვენ გავხდებით ასოცირებული წევრები, ამიტომ უნდა ვიყოთ მზად, ვიცოდეთ რა გარდაქმნები გველოდება და რა სახის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს განათლებისა და მეცნიერების კუთხით,“-განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამაზ მარსაგიშვილმა.
შეხვედრაზე გაიმართა კლიპის პრეზენტაცია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ამავე დროს, სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია ესეების კონკურსის - „საქართველოს ევროინტეგრაცია და მე“- შესახებ. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

« იხ. ყველა სიახლე