24 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსი ირაკლი კობიძე ესტუმრა. სამართლის მიმართულების სტუდენტებს ირაკლი კობიძემ იურიდიული სამსახურის მუშაობა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფოს ხარჯზე არსებული იურიდიული დახმარების სისტემის მაკოორდინირებელი ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს:
• სისხლის სამართლის საქმეზე უფასო საადვოკატო მომსახურებას გადახდის უუნარო მოსახლეობისთვის;
• უფასო იურიდიულ კონსულტაციებს სამართალწარმოების ნებისმიერ დარგზე _ სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავები; საჭიროების შემთხვევაში _ კონსულტაციის ფარგლებში იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას;
სამსახური ფუნქციონირებს მთელი საქარველოს მასშტაბით და მის 11 იურიდიულ ბიუროსა და 2 საკონსულტაციო ცენტრში სტაჟირებას გადიან სტუდენტები, რომელთათვისაც სამსახურში სტაჟირება საადვოკატო და საკონსულტაციო პრაქტიკის გავლის საკმაოდ კარგი შანსია.
ირაკლი კობიძე სტუდენტებს გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად დაგეგმილი სტუდენტური კონფერენციის შესახებაც ესაუბრა. აპრილის დასაწყისში იურიდიული სამსახური საკონფერენციო ნაშრომების კონკურს გამოაცხადებს, რომელში მონაწილეობის მიღება სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეეძლებათ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის
დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge