2010-03-22
შეხვედრა ბესიკ ხარანაულთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ცნობილი ქართველი პოეტი ბესიკ ხარანაული სტუმრობდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ პოეტთან შეხვედრა ბესიკ ხარანაულის კრებულის
“წიგნი ამბა ბესარიონის” ფრანგული თარგმანის პრეზენტაციას მიეძღვნა. კრებულის ფრანგული თარგმანი საზოგადოების წინაშე 9 მარტს საფრანგეთში, ქალაქ პარიზში, ქართულ სახლში წარადგინეს. შეხვედრას ორგანიზება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენის კათედრამ გაუწია. კათედრის 16 სტუდენტმა იმპროვიზაციული ეტიუდები წარმოადგინა, რომელიც პოეტის ორენოვანი ნაწარმოებების კრებულზე დაყრდნობით შეიქმნა.
“არასერიოზულობა, როგორც ადამიანის ცნობიერების დრეკადობის ძალა სამყაროს სიმძიმის მიმართ...
არასერიოზულობა, როგორც ადამიანის სერიოზული დამოკიდებულების ძალა არსებობის სიმძიმის მიმართ...
მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ადამიანს მაინც ეწვევა ხოლმე სერიოზული ფიქრები, რომელთა რაობასა და წარმომავლობაზეც არავითარი სერიოზული ცოდნა არ გააჩნია”. - აღნიშნავს წიგნის დახასიათებისას პოეტი.
“მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტებისათვის. ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში გამართული ეს შეხვედრა მიზნად ისახავს სტუდენტების აქტიურ ჩართვას ლიტერატურულ ცხოვრებაში. მათ საშუალება ეძლევათ გაეცნონ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას და ავტორისგან მოისმინონ რამდენად ძლიერია ქართული სიტყვა”. – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ.
ბესიკ ხარანაული 1939 წლის 11 ნოემბერს დაიბადა. ლიტერატურული მოღვაწეობა 1954 წელს დაიწყო. პოეტის პირველი ლექსების კრებული 1968 წელს გამოიცა. ბესიკ ხარანაულს მინიჭებული აქვს რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის და სახელმწიფო პრემია, ხოლო 2003 წელს პოეტი საბას ლაურეატი გახდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა სიახლე