2016-06-06
პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება
9 ივნისს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ამავე ფაკულტეტთან არსებული ქართული ენის ინსტიტუტი მართავენ პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებს: I. შეხვედრა კოლეგებთან, სტუდენტებთან - მისალმებები, დიალოგი; II. სამეცნიერო კონფერენციის გახსნა.
ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები, თსუ სტუდენტები, იუბილარის ოჯახის წევრები.
ზურაბ ჭუმბურიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, „მწერალთა აკადემიის“ (საქართველოს მწერალთა კავშირის) წევრი ფართო პროფილის მეცნიერი გახლავთ. ფართოა მისი კვლევისა და მოღვაწეობის სფერო და მოიცავს ქართველურ ენათა გრამატიკისა და ლექსიკოლოგიის, ხელნაწერთმცოდნეობა-ტექსტოლოგიის, ლიტერატურათმცოდნეობის, ონომასტიკის რთულ და საინტერესო საკითხებს, აქტიურად მონაწილეობს ქართველ კლასიკოსთა თხზულებების გამოცემაში. ზურაბ ჭუმბურიძის ბიბლიოგრაფია 300-ზე მეტ პუბლიკაციას - წიგნს, მონოგრაფიასა და სამეცნიერო სტატიას ითვლის. აღსანიშნავია შემაჯამებელი ხასიათის სამეცნიერო და პოპულარული ხასიათის შრომები: „როგორ გაჩნდა სიტყვა“ (1963 წ.), „რა გქვია შენ?“ (1966, 1971, 1982, 1992, 2003), „ძველი ქართული ხელნაწერების თავგადასავალი“ (1975), „ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ“ (1983, 2000), „მყოფადი ქართველურ ენებში“ (1985) „დედაენა ქართული“ (1987). ზურაბ ჭუმბურიძე სხვადასხვა დროს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, წმინდა გიორგის ოქროს ჯვრით, ივანე ჯავახიშვილისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლებით, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, შიო მღვიმელის პრემიებით.
ზურაბ ჭუმბურიძე 1985-2005 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ტექსტოლოგიის განყოფილების გამგე, 60 წელზე მეტია მოღვაწეობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; არაერთი თაობის აღმზრდელი და მასწავლებელი დღესაც წარმატებით აგრძელებს სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას.
იხილეთ პროგრამა.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 214 -ე აუდიტორია

« იხ. ყველა სიახლე