ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-11-09

ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე 2015/2016

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში (#ENPI/2012/306-124), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ინტერდისციპლინურ, ინტერფაკულტეტურ, ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობაში“. პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

სადოქტორო პროგრამის კურიკულუმი შედგენილია წამყვანი ევროპელი ექსპერტებისა და უნივერსიტეტების ჩართულობით. 

ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს მინიმუმ მაგისტრის ხარისხის მქონე პირი ერთ–ერთი შემდეგი სპეციალობით: სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები და ჰუმანიტარული მეცნიერებები. კანდიდატს ასევე უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული ინტერესი ევროკავშირის მიმართულებით ღრმა კვლევის წარმოებისათვის. 

მისაღები გამოცდები:

1. კვლევითი პროექტი (მაქსიმუმ 3000 სიტყვა), რომელიც მოიცავს ა)დისერტაციის სათაურს,   ბ) კვლევის მიზნებს,  გ) კვლევით კითხვას/კითხვებს, დ) კვლევის მეთოდოლოგიას და  ე) გამოსაყენებელი ლიტერატურის მიმოხილვას.

2. გამოცდა ინგლისურ ენაში B2 დონეზე (შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი გათავისუფლდება გამოცდისაგან); კანდიდატი ასევე გათავისუფლდება უცხო ენის გამოცდისგან, თუ მას ინგლისურენოვან პროგრამაზე მინიმუმ სრული ერთ წლიანი კურსის გავლის შედეგად მინიჭებული აქვს ხარისხი. 

3. გასაუბრება კომისიის წინაშე.

მაგისტრის ხარისხის მქონე უცხოელ სტუდენტებს უფლება აქვთ ჩააბარონ სადოქტორო პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების სრული დაცვით.

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
აპლიკაციების მიიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2015 წ.
სწავლა დაიწყება 2015–2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან.

გაზაფხულის სემესტრის ვადები:  
ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე სემესტრული გადასახადი შეადგენს 1125 ლარს.

მისამართი: თსუ, ევროპული კვლევების ინსტიტუტი, ჭავჭავაძის გამზ. #3, მე–2 კორპუსი, მე–4 სართული,  ოთახი 406.

ტელ.: (+995 32) 2 22 78 99 
მობ.:   595 770 110
ელ–ფოსტა.: info.ies@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე