2017-03-07

საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის პროექტი - Sales MBA

საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის http://www.isi.ge/ პროექტის Sales MBA-ს მეორე ნაკადის მიღება სრულდება. ინსტიტუტის ხელმძღვანელი დავით ჩიკვაიძე დასკვნით შეხვედრას (ტრენინგი/პრეზენტაცია) სტუდენტებთან გამართავს 10 მარტს, თსუ-ს პირველ კორპუსში (ჭავჭავაძის გამზირი #1), 14:30 საათზე, 115-ე აუდიტორიაში.

Sales MBA არის საუკეთესო შანსი 25 წლამდე ახალგაზრდებისათვის, რომელთაც სურთ, რომ საფუძვლიანად შეისწავლონ გაყიდვები და პარალელურად მიიღონ ანაზღაურებადი დასაქმება წარმატებულ კომპანიებში. სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ კვირა დღეს და დანარჩენ დღეებში მონაწილეები დასაქმებულნი არიან საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის პარტნიორ კომპანიებში კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით. კურსს სრულად აფინანსებს საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი.






Print

« იხ. ყველა სიახლე