სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
2020 წლის 16 სექტემბრის 10:00 საათზე და გრძელდება
2020 წლის 18 სექტემბრის 18:00 საათამდე.
ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს სტუდენტის ელექტრონულ პორტალ
lms.tsu.ge-ზე.
ონლაინ რეგისტრაციის დასრულების შემდგომ (
რეგისტრაცია სრულდება 2020 წლის 18 სექტემბრის 18:00 საათზე) ონლაინრეგისტრაცია გავლილი პირი ვალდებულია
5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია სტუდქალაქის ადმინისტრაციაში. (წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა იხილეთ:
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის №216/02-01 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტუდქალაქის შინაგანაწესის“ მე-4 მუხლი.)
15 სექტემბერს 17:00 საათზე გაიმართება Online ღია კარის დღე სტუდქალაქში ცხოვრების მსრუველი სტუდენტებისთვის zoom პლატფორმის გამოყენებით.
შეხვედრაზე განვიხილავთ:
სტუდქალაქში ცხოვრების პირობებს
რეგისტრაციის ვადებს
წარმოსადგენი დოკუმენტების დასახელებას და მიზნობრიობას
სტუდქალაქში ცხოვრების ღირებულებას
და სხვა სტუდქალაქში ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს
საკონტაქტო ინფორმაცია:
1.
ბაგების საერთო საცხოვრებელი: მის. წყნეთის გზატკეცილი, თსუ-ს სტუდქალაქი,
ბაგების საერთოს საცხოვრებლის მე-2 კორპუსი. ტელ: (+995 32) 2 25 75 53
2.
ლისის საერთო საცხოვრებელი: მის. ტატა (ტატიანა) თვალჭრელიძის N11. მობ:
577515259, 577305340
Email:
dormitory@tsu.ge