საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2016 წლის 25 მაისიდან 9 ივნისამდე თსუ ახორციელებს პროექტს: „ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე“.
პროექტის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სტუდენტებისთვის საუკეთესო მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გამოსავლენად.
კონკურსის პირობები:
მონაწილეობის მიღება შეუძლია თსუ-ს კინო-ტელე ხელოვნების ან სხვა მიმართულების სტუდენტს, რომელიც შეძლებს შექმნას მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი თემაზე „ეროვნული უმცირესობები და საქართველო“ .
ფილმის ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 5 წუთი;
ფილმის ენა: ქართული;
ფილმის მონტაჟი: მემონტაჟის მოწვევასა და მასთან დაკავშირებული ხარჯის დაფარვას უზრუნველყოფს კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა
2016 წლის 10 მაისამდე საკუთარი გვარ-სახელი, ტელეფონის (მობილური) ნომერი, ფილმის სათაური და დაკონკრეტებული თემატიკა უნდა გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
tolerantoba2016@yahoo.com
ფილმის შავი მასალა, ორგკომიტეტთან შეთანხმებით, შესაძლებელია დამონტაჟდეს
10 მაისიდან 31 მაისამდე.
ფილმების თსუ-ში პრეზენტაციის სავარაუდო თარიღი:
7 ივნისი, 2016
ფილმებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური სამი კაცის შემადგენლობით.
გამარჯვებული დოკუმენტური ფილმის ავტორი დაჯილდოვდება.
საკონტაქტო პირი: მედეა აბულაშვილი 599 509 123