2012-12-13
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურს 2013/2014 აკადემიური წლისთვის ლეიდენის უნივერსიტეტის (ჰოლანდია) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ გამოყოფილი სამაგისტრო სტიპენდიების მოსაპოვებლად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ევროპული კვლევების ინსტიტუტის მაგისტრატურის პირველი სემესტრის სტუდენტებისთვის.
კონკურსში სტუდენტის დაშვების წინაპირობაა:
– GPA 3,2–4.0 (ბაკალავრიატის მონაცემი)
–ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი – IELTS 6,5.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204)
უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
–ბაკალავრიატის დიპლომის ასლი
–CV (ინგლისურ ენაზე)
–მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
–ცნობა მაგისტრატურაში სწავლის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
–ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი
დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა: 2013 წლის 10 იანვარი
ლეიდენის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამების გასაცნობად ეწვიეთ ვებ–გვერდს:
http://prospectivestudents.leiden.edu/scholarships/scholarship/lexs.html
http://hum.leiden.edu/prospective-students/master/masterlist.html
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს. ტელ: 2 25
02 12 (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204).
« იხ. ყველა სიახლე