ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-08-21

ინოვაციებისა და მეწარმეობის ვორქშოპი

24-25 აგვისტოს თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), Einaudi-ს ეკონომიკისა და ფინანსების ინსიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, უმასპინძლებს ინოვაციებისა და მეწარმეობის ვორქშოპს.

ორდღიანი ვორქშოპის მიზანია, თავი მოუყაროს აქტიურ მკვლევრებს და შექმნას დისკუსიისა და ურთიერთობისთვის საჭირო სივრცე, სადაც აკადემიისა და პოლიტიკის კვლევის ადგილობრივი წარმომადგენლები შეხვდებიან საერთაშორისო მკვლევრებს. საორგანიზაციო კომიტეტის წევრები არიან: უფუქ აქჩიღითი (ჩიკაგოს უნივერსიტეტი), სალომე ბასლანძე (EIEF), ლუიჯი გუისო (EIEF), ლია გოდერძიშვილი (ISET) და გიორგი ნინუა (ISET).

ვორქშოპზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი საკითხები:
•როგორ წავახალისოთ ინოვაციები და მეწარმეობა;
•შრომის ბაზარი და პროდუქტიულობა;
•ტრესტი და ფინანსური ბაზრები;
•კულტურა, ინსტიტუციები და მეწარმეობა.

ვორქშოპზე ასევე განხილული იქნება ისეთი ზოგადი საკითხები, როგორიცაა: გადასახადები და კვლევებისა და განვითარების სტრატეგიები; პოლიტიკური კავშირები და კომპანიების დინამიკა; მულტინაციონალური აქტივობები, ინოვაციები და იმიტაცია; მცდარი რჩევები ფინანსურ ბაზრებზე; რესურსების არასწორი განაწილება და პროდუქტიულობა; ინოვაციები, სოციალური მობილობა და უთანასწორობა; კომპანიების ფინანსური რესურსები და ინოვაციური აქტივობები; გამომგონებელთა მობილობა და მეწარმეობა და სხვ.

ვორქშოპის სამუშაო ენა: ინგლისური.

რეგისტრაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული
Print

« იხ. ყველა სიახლე