თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეებისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სან–დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით ტარდება ელექტრონული ოლიმპიადა მათემატიკაში. მონაწილეობა შესაძლებელია დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან.
- 16 დეკემბერი, 2016 - შესარჩევი ტური
- 20 იანვარი, 2017 - მეოთხედფინალური ტური
- 27 იანვარი, 2017 - ნახევარფინალური ტური
- 4 თებერვალი, 2017 - ფინალური ტური (ჩატარდება თსუ-ში)
ოლიმპიადში მონაწილეობა
- ოლიმპიადაში მონაწილეობა უფასოა
- ოლიპიადაში მონაწილეობა შეუძლია 1–3 მოსწავლისგან შემდგარ გუნდს
- სკოლიდან გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის
- ერთი მოსწავლე მონაწილეობს მხოლოდ ერთ გუნდში
- ფინალი ტარდება როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური პრინციპით.
- მონაწილეობის მსურველმა გუნდმა 1 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია.
გამარჯვებულებს ელით SDSU-საქართველოს და თსუ-ს მიერ დაწესებული პრიზები. ელექტრონული ოლიმპიადის მხარდამჭერია ტემპუსის პროექტი ARMAZEG. იხილეთ
დეტალური ინფორმაცია. შემოგვიერთდით facebook გვერდზე
TSU E-Olympics. ინფორმაცია ასევე მოგეწოდებათ რეგისტრაციის ფორმაში მითითებულ საკონტაქტო მეილზე.