ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-09-13

ოსლოს საუნივერსიტეტო კოლეჯის სტიპენდიები თსუ-ს სტუდენტებისთვის

თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების, სოციოლოგიისა და პოლიტოლოგიის მიმართულების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ანთროპოლოგიისა და ისტორიის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის მიმართულების ბაკალავრიატის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებისთვის ოსლოს საუნივერსიტეტო კოლეჯში (ნორვეგია) 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2014 წლის იანვარი-მაისი) 5 თვიანი სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად

ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამის დასახელება: Education and Religion in Development (15 ECTS) და Development and Migration (15 ECTS)
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

შესარჩევი კონკურსის პირობები: საერთაშორისო სერთიფიკატის არქონის შემთხვევაში აპლიკანტებს ჩაუტარდებათ ინგლისური ენის ტესტირება (B2 დონე).

ოსლოს საუნივერსიტეტო კოლეჯი გამარჯვებულ სტუდენტებს ათავისუფლებს სწავლის გადასახადისგან და უზრუნველყოფს ყოველთვიური სტიპენდიითა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებით.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2013 წლის 25  სექტემბერი
კონტაქტი: თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
ელ-ფოსტა: international@tsu.ge; ტელეფონი: 222 56 79
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ I კორპუსი, ოთახი 121

Print

« იხ. ყველა სიახლე