2017-01-23

პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტიპენდიები

პეკინის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა 2017-2018  სასწავლო წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის 3 სტიპენდია გამოყო.

სტიპენდიები გამოყოფილია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემდეგ მიმართულებებზე: ქიმია, ქიმიური ინჟინერია და ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებები, ელექტრონული მეცნიერებები და ტექნოლოგიები და სხვა.

განაცხადის მიღება იწარმოებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 1 მარტამდე.

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
•სააპლიკაციო ფორმა
•სამოტივაციო წერილი
•შესაბამისი აკადემიური ხარისხის დიპლომის და დიპლომის დანართი
•CV
•რეკომენდაცია

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

Print

« იხ. ყველა სიახლე