თსუ-შპაიერის უნივერსიტეტთან ერთად გთავაზობთ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პირველ სამაგისტრო პროგრამას საქართველოში
„საჯარო მმართველობა“. პროგრამა მოიცავს ორთვიან სტაჟირებას ევროპის ქვეყნების სახელმწიფო დაწესებულებებში. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ქნებათ მოისმინონ ექსკლუზიური სალექციო კურსები გერმანელი პროფესორებისგან. პროგრამა ინგლისურენოვანია.
წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2015 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- CV ინგლისურ ენაზე, რომელიც ასევე გამოგზავნილი უნდა იყოს ელექტრონულად საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულ ელ-ფოსტაზე.
პროგრამა ინტერდისციპლინურია, ამიტომ
საერთო სამაგისტრო გამოცდაზე ჩაბარებული
ყველა ტიპის (A,B,C) ტესტი დაშვებულია.
საბუთების მიღება იწარმოებს
29 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით
მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზ. #3, თსუ II კორპუსი, 124-ე ოთახი
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 2 221097; 577 713000; E-mail:
tamar.berishvili@tsu.ge