2017-10-23

კოსმოსური ჰაკათონი იწყება

18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით კოსმოსური ჰაკათონი იწყება.

ჰაკათონის მთავარი მიზანი კოსმოსთან დაკავშირებული ახალი იდეების და მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდების წახალისებაა.

ჰაკათონის ჟიურის თავმჯდომარე ნასას ასტრონავტი ჰაიდი ფაიფერი იქნება, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული 2 კოსმოსურ მისიაში - Atlantis და Endeavour. კოსმოსში გატარებული აქვს 27 დღეზე მეტი, ღია კოსმოსში - 33 საათი.

ჰაკათონის მთავარი თემა მარსის კოლონიზაციაა. 1 შაბათ-კვირას გამართულ კურსის ფარგლებში, მონაწილეები შეეცდებიან, მისია წითელ პლანეტაზე აქციონ რეალურად.

გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება ნიდერლანდებში, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მუზეუმის, Space Expo-ს სანახავად. მეორე და მესამე ადგილის მფლობელები საჩუქრად მიიღებენ ტექნიკის ვაუჩერებს.

ჰაკათონის ძირითადი ეტაპი 1-3 დეკემბერს გაიმართება, თუმცა პროექტების მიღება შესარჩევი ეტაპისთვის უკვე დაწყებულია. მონაწილეობის მსურველებს დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის შეუძლიათ ეწვიონ ვებგვერდს

კოსმოსური ჰაკათონის მთავარი სპონსორია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია.
 

Print

« იხ. ყველა სიახლე