2017-11-06

კონკურსი - მედია მე ვარ!

13-დან 21 წლამდე ახალგაზდრებისთვის GIPA-ს ჟურნალისტიკის სკოლა ატარებს კონკურსს - მედია მე ვარ!

გაინტერესებს ახალი ამბები, ტელევიზია, ონლაინ მედია, ან სოციალური მედია? გაქვს ხედვა მედიის განვითარებასთან დაკავშირებით?

მიიღე მონაწილობა GIPA-ს ჟურნალისტიკის სკოლის კონკურსში, გაგვიზიარე შენი გამოცდილება და მოსაზრება. მოგვიყევი სად ხედავ შენ თავს მედიასთან მიმართებაში; როგორ ამოწმებ ინფორმაციას - სიმართლეა თუ ტყუილი? რას ნიშნავს მედია შენთვის? თვლი შენს თავს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიმწოდებლად?  

გამოაგზავნე შენი ხედვა ნებისმიერ ფორმატში:
•ესსე (მაქსიმუმ 3 გვერდი)
•ფოტო/ ინფოგრაფიკა
•ვიდეო/ ანიმაცია

თითოეული ფორმატის მიხედვით, ჟიური გამოავლენს თითო საუკეთესო ნამუშევარს - ფულადი პრიზი 300 ევრო.

შეავსეთ კონკურსის აპლიკაცია 17 ნოემბრის ჩათვლით.

კონკურსი იმართება ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის და ნიდერლანების საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით Transitions Online-თან პარტნიორობით.

Print

« იხ. ყველა სიახლე