2016-10-20
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიები გრანადის უნივერსიტეტში
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გრანადის უნივერსიტეტში (ესპანეთი).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს დანართი 1-ში მოცემული მიმართულებებიდან.
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი, ონლაინ სააპლიკაციო პროცედურა)
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 31 ოქტომბრის 17 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ესპანურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ესპანურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ან ესპანურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (სერთიფიკატის არქონის შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სტუდენტებს, რომლებმაც ა/წ 12 ოქტომბერს თსუ ინსტიტუციონალური ენის ტესტირება წარმატებით გაიარეს)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 2
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2016/2017 წლის გაზაფხულის სემესტრი)
სტიპენდია მოიცავს:
ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
შენიშვნა:
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
ენის საერთაშორისო სერთიფიკატის არმქონე სტუდენტებს სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში დამატებით მოუწევთ eLADE-ს გამოცდის ონლაინ ჩაბარება (სავალდებულოა, წარმოადგინოთ ტესტზე რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტი ა/წ 6 ნოემბრამდე), რომელსაც თსუ და გრანადის უნივერსიტეტი ერთობლივად გაუკეთებენ ადმინისტრირებას!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

« იხ. ყველა სიახლე