თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოში პალიატიური მზრუნველობის დანერგვის მხარდამჭერი ღონისძიბა გაიმართა.
პალიატური მზრუნველობა ეს არის მედიცინის ახალი მიმართულება და მარავალპროფილური მკურნალობა იმ პაციენტებზე , რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში პალიატიური მზრუნველობის დანერგვის მხარდამჭერია. პალიატიური მზრუნველობის საგანმანათლებლო პროგრამა, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტზე “დიპლომირებული მედიკოსი”-ს კომპეტენციის ფარგლებში ხორციელდება 2006 წლიდან და ის ასევე გათვალისწინებულია საექთნო კურიკულუმშიც.
კონსერვატორიში დაგეგმილ მხარდამჭერ აქციაზე სხვა სტუმრებთან ერთად სიტყვით გამოვიდნენ თსუ-ის რექტორი გიორგი ხუბუა, საქართველოს პირველი ლედი – სანდრა-ელისაბედ რულოვსი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვახტანგ სურგულაძე.