2016-07-12

სტუდენტური კონფერენცია ,,თანამედროვე გამოწვევები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში”

13 ივლისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტური კონფერენცია თემაზე ,,თანამედროვე გამოწვევები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში”.

კონფერენცია საქართველოში საერთაშორისო სამართლის კვირეულის ფარგლებში იმართება  და მიზნად ისახავს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გარშემო აკადემიური დებატის წახალისებასა და სტუდენტებში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას.

კონფერენციაზე წარსადგენად სტუდენტების მიერ დამუშავებული ნაშრომები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:
•გენდერული პერსპექტივებით  დანახული ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი);
•ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის კავშირი საერთაშორისო სისხლის სამართალთან;
•ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მექანიზმები;
•ადამიანით ვაჭრობა ორგანოთა აღების მიზნით.

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და საუკეთესო სტუდენტური ნაშრომები დაიბეჭდება საერთაშორისო სამართლის ორენოვან ჟურნალში.

კონფერენციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი მასპინძლობს.

კონფერენციაზე დასწრებისა და გამომსვლელთა მიერ წარმოდგენილი თემების გარშემო დისკუსიაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრირებისთვის დაგვიკავშირდით: ketevan.khutsishvili-law@tsu.ge

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ I კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია


Print

« იხ. ყველა სიახლე