2017-04-18

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის დამატებითი სტიპენდია რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში

ცხადდება კონკურსი თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის დამატებითი სტიპენდიის მოსაპოვებლად 2016/2017 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში (საფრანგეთი).

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტისა და მასპინძელი უნივერსიტეტის ერთობლივი შესარჩევი კომისია)

დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 19 აპრილის 17 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
სამუშაო გეგმის მონახაზი (ინგლისურ ენაზე)
დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი არ არის სავალდებულო, ელ-ფოსტაზე მიღებული თანხმობაც საკმარისია)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
1 კვირა

სტიპენდია მოიცავს:
140 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:erasmusplus@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე