სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (San Diego State University - SDSU) საქართველოში აცხადებს სტუდენტების/აბიტურიენტების
მიღებას და ადრეულ რეგისტრაციას. ადრეული რეგისტრაციის ფარგლებში, აბიტურიენტები, რომლებიც
15 თებერვლიდან 15 მარტამდე შეიტანენ საბუთებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და წარმატებით გაივლიან შიდა შერჩევის პროცესს, პირობითად ჩაირიცხებიან SDSU-ში და ავტომატურად მიიღებენ ნაწილობრივ დაფინანსებას უნივერსიტეტისგან. წინასწარ ჩარიცხულმა სტუდენტებმა, უნივერსიტეტში ოფიციალურად მიღებისთვის უნდა გაიარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები.
2016 სასწავლო წელს სტუდენტებს შეუძლიათ ჩააბარონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე:
•
კომპიუტერულ მეცნიერებებში
• კომპიუტერულ ინჟინერიაში
• ელექტრულ ინჟინერიასა და
• ქიმია/ბიოქიმიაში.
სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი სემეტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ SDSU-ს კალიფორნიის კამპუსში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. პროგრამის პარტნიორები საქართველოში არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო, ინჟინერიისა და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.