2014-04-24

საერთაშორისო კონფერენცია-„საქართველოს, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ებრაელები“

გიწვევთ, მიიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე: „საქართველოს, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ებრაელები“ რომელიც შედგება 2014 წლის 7-11 სექტემბერს.

აკადემიური კვლევას შედარებით მცირე ყურადღება აქვს დათმობილი ებრაული თემებისათვის  საქართველოში, კავკასიასა და ცენტრალური აზიაში. სომხეთის, ბუხარის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთისა და თურქმენეთის ებრაული  თემები წარმოადგენენ ცენტრალურ თემას სამეცნიერო კონფერენციისა, რომელიც შედგება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოში.
 კონფერენცია მოიცავს შემდეგ თემებს:
√  ბიბლიური შემოქმედება და რელიგიური ცხოვრება
√  ტრადიციული და თანამედროვე აღზრდა
√  ებრაული ენა და ლიტერატურა
√  ებრაელთა სამართლებრივი და სამოქალაქო სტატუსი
√  თემი და მისი ინსტიტუტები
√  ურთიერთობები სოციალურ გარემოსთან
√  ეკონომიკა
√  ხელოვნება და კულტურა
√  მუსიკა
√  საზოგადოებრივი ასპექტები
√  კავშირები ებრაულ სამყაროსთან
√  სიონისტური აქტივობა და რეპატრიაცია ერეც-ისრაელში
√  აბსორბცია ისრაელის სახელმწიფოში

აპლიკანტის მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი სხვა თემა, დაკავშირებული ზემოხსენებულ თემებთან, განიხილება აკადემიური კომისიის მიერ. ცენტრალური აზიის ებრაულ თემებთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებულ მკვლევართა საზოგადოებას ვიწვევთ წარმოადგინონ მოხსენების თემა და თეზისები ერთ გვერდზე.
განაცხადები მიიღება 15/05/2014 -მდე.

განაცხადი უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე:
სეფარდული იუდეური მემკვიდრეობის ცენტრი - საზოგადოება, კულტურა და აღზრდა სეფარდულ ი იუდეურ მემკვიდრეობაში
ბარ-ილანის უნივერსიტეტი, რამათ განი 52900
e-mail:  mamukabu@gmail.com

კონფერენციის მოხსენებები გამოქვეყნდება სპეციალურ კრებულში სამეცნიერო განხილვის შემდეგ.
მოხარული ვიქნებით, გიხილოთ კონფერენციის მონაწილეთა შორის.

პატივისცემით,
კონფერენციის აკადემიური კომისია
პროფ. დანიელ ლევი, თავმჯდომარე,  ბარ-ილანის უნივერსიტეტი
პროფ. გურამ ლორთქიფანიძე, თავმჯდომარე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
პროფ. შიმონ შარვიტ, აშკელონის აკადემიური კოლეჯი
პროფ. იარონ ჰარელ, დაჰანის ცენტრის აკადემიური კომისიის თავმჯდომარე
დოქტ. მამუკა ბუცხრიკიძე,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
დოქტ. იაკობ ოფირ, საქართველოს ებრაელთა ისტორიის მკვლევარი
დოქტ. შიმონ ოხაიონ, დაჰანის ცენტრის ხელმძღვანელი კომისიის თავმჯდომარე

პატივისცემით,
დაჰანის ცენტრი
ბარ-ილანის უნივერსიტეტი
რამათ განი 52900

მოგესალმებით,

მე დაინტერესებული ვარ მონაწილეობა მივიღო კონფერენციაში და მოხსენებისათვის წარმოვადგინო შემდეგი თემა:

მოხსენების თემა : -----------------------------------------------------------------------------------------

მომხსენებლის სახელი, გვარი: -------------------------------------------------------------------------

აკადემიური დაწესებულება: ----------------------------------       განყოფილება: ------------------

ტელეფონები:

სახლი:-------------------            სამსახური: ------------------          მობილური: -------------------

ელექტრონული ფოსტა: --------------------------------------


თანდართულია  მოხსენების თეზისები


პატივისცემით,

ხელმოწერა:      -------------------------------                       თარიღი: -----------------------------


იხილეთ პროგრამა:
  • ინგლისური
  • ებრაული   
Print

« იხ. ყველა სიახლე