ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით პროექტის INTEGRITY-ის ფარგლებში ტარდება ტრენინგი თსუ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ბოლო სემესტრელი სტუდენტებისთვის.
ტრენინგის თემებია:
•სამეცნიერო ნაშრომის სტრუქტურა და მახასიათებლები;
•სამეცნიერო ელექტრონული ბაზები, ლიტერატურის მოძიება და დამოწმება;
•როგორ დავწეროთ საბაკალავრო ნაშრომი?
•როგორ დავწეროთ სამაგისტრო ნაშრომი?
•როგორ ავარიდოთ თავი პლაგიატს?
სტუდენტები გაეცნობიან სამეცნიერო ნაშრომის შექმნის სტრატეგიებს, პლაგიატის პრევენციის საშუალებებს, შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს. სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრენინგზე გამოყენებული მასალებით.
ტრენერები: ტრენინგ-კურსს წარუძღვებიან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიული შაბაშვილი და მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი ქეთი ცომაია.
თარიღი: ბაკალავრებისათვის ტრენინგ-კურსი შედგება
2019 წლის 2 და 9 თებერვალს, ხოლო მაგისტრანტებისათვის
16 და 23 თებერვალს.
დრო: ტრენინგ-კურსები იწყება 12:00-საათზე. რეგისტრაციისათვის გთხოვთ გამოცხადდეთ 11:30-საათზე.
ხანგრძლივობა: ტრენინგ-კურსი გრძელდება 4 საათი.
ადგილი: თსუ I კორპუსი, 02 აუდიტორია.
რეგისტრაციისათვის გთხოვთ გადახვიდეთ
ბმულზე.
ტრენინგები ხორციელდება ერაზმუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის - „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორები ოთხ ევროპულ სასწავლებელთან – როეჰემპტონის (University of Reohampton, ინგლისი), უფსალას (University of Uppsala, შვედეთი), ვენისა (University of Vienna, ავსტრია) დადუბლინის (Dublin City University, ირლანდია) უნივერსიტეტებთან - ერთად თორმეტი ქართული უმაღლესი სასწავლებელი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიც არიან. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.