2015 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასწავლო-სამეცნიერო პროცესის სრულყოფის მიზნით განხორციელდა მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამა. პროგრამის ფარგლებში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაფინანსდა ექვსი სამეცნიერო–კვლევითი პროექტი:
1.
გარემოსდაცვითი სოციალური მოძრაობები საქართველოში – ხელმძღვანელი: სალომე დუნდუა,ასოცირებული პროფესორი;
2.
თანამედროვე ქართული საზოგადოების ცხოვრების წესი და განვითარების პერსპექტივა – ხელმძღვანელი: ნინო დურგლიშვილი, ასოცირებული პროფესორი;
3.
თბილისის ურბანული განვითარების სივრცითი ასპექტები: მობილობის გავლენა სოციალური გარემოს ცვლილებაზე – ხელმძღვანელი: გიორგი გოგსაძე, პროფესორი;
4.
თურქეთის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის იდენტობა და მათი ეკონომიკურ-კულტურული ინტერესები საქართველოსთან მიმართებით (ქალაქ კურგანის და მისი შემოგარენის ქართული დიასპორის მაგალითზე) – ხელმძღვანელი: მალხაზ მაცაბერიძე, პროფესორი;
5.
ეუთოს მისიების ანატომია საქართველოსა და უკრაინაში: შედარებითი ანალიზი – ხელმძღვანელი: სერგი კაპანაძე, ასოცირებული პროფესორი;
6.
1918–1921 წლების ქართული პლურალისტული მედიის ძირითადი სტრატეგიები – ხელმძღვანელი: მანანა შამილიშვილი, ასოცირებული პროფესორი.
22 იანვარს, 10:30 საათზე, გაიმართება მიზნობრივი სამეცნიერო–კვლევითი პროექტების შედეგების პრეზენტაცია (იხილეთ ღონისძიების
პროგრამა).
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 101–ე აუდიტორია.