გაცნობებთ, რომ გამოცხადებულია ნაშრომების მიღება ა(ა)იპ − თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის პერიოდული გამოცემის, სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის −
„თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის” (CONTEMPORARY LABOUR LAW REVIEW) 2020 წლის გამოცემისთვის.
1. ნაშრომის წარმოდგენის უფლება აქვთ ჟურნალის კონცეფციით (
იხ. დანართი №1) განსაზღვრულ პირებს;
2. სასურველია, ნაშრომს ჰყავდეს ერთი ან მაქსიმუმ ორი ავტორი;
3. ჟურნალისთვის შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ნაშრომი მხოლოდ მისი პირველადი პუბლიკაციის მიზნით და არ უნდა იყოს სხვაგან გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად გადაცემული;
4. ნაშრომი შეიძლება მომზადდეს ქართული შრომის სამართლისთვის აქტუალურ ნებისმიერ თემატიკაზე, რომელიც პასუხობს ჟურნალის კონცეფციას და შემოთავაზებულია შემდეგი რომელიმე რუბრიკის ფარგლებში:
ა) სტატია; ბ) კანონმდებლობაში შეტანილი/შესატანი ცვლილების ანალიზი; გ) სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზი; დ) სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა.
5. ავტორებმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) ნაშრომი (ქართულ ენაზე), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10-15 გვერდს, ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების ჩათვლით; ბ) რეზიუმე (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს; გ) ნაშრომის თემატიკის სფეროში შესაბამისი სპეციალისტის კვალიფიციური რეცენზია (რეცენზენტის ხელმოწერითა და დასკანირებული სახით); დ) ავტორ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო რეკვიზიტები;
6. ნაშრომი უნდა იყოს მკაფიოდ სტრუქტურირებული (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა). სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული თითოეული გვერდის ბოლოს;
7. ნაშრომი და რეზიუმე შესრულებული უნდა იყოს Microsoft Word-ის დოკუმენტში, ქართული ტექსტი AcadNusx-ის, ხოლო უცხოენოვანი – Times New Roman-ის ფონტით. ნაშრომის ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 12, სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა – 10. სტრიქონებს შორის დაშორება – ერთი ინტერვალი;
8. ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს აკადემიური წერის დადგენილ სტანდარტებს/სტილს (
იხ. დანართი №2), ხოლო რეზიუმე შესაბამისობაში უნდა იყოს მისი შედგენისთვის განსაზღვრულ სტანდარტებთან (
იხ. დანართი №3);
9. ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს მიერ, ნაშრომისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის, ასევე ნომრის საერთო მოცულობის გათვალისწინებით. რედაქცია იტოვებს უფლებას, ავტორ(ებ)თან შეთანხმებით, ნაშრომში შეიტანოს სარედაქციო ხასიათის ცვლილებები; მიღებული ნაშრომის გასწორებული ვერსია ან დაწუნებული ტექსტი ავტორ(ებ)ს არ უბრუნდება. ამასთან, რედაქციისგან არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გამოქვეყნებაზე უარის მიზეზის დასაბუთება;
10. ნაშრომის გამოქვეყნება უფასოა. საავტორო ჰონორარი არ არის გათვალისწინებული. თითოეული ავტორი მიიღებს გამოცემული ჟურნალის 1 ეგზემპლარს;
11. დოკუმენტები მიიღება 2
019 წლის 9 დეკემბრიდან 2020 წლის 28 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით, შემდეგ ელ.ფოსტაზე –
contlablawrev@gmail.com (ვადის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება).
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად/კონსულტაციის გასავლელად მიმართეთ რედაქციას ზემოთ მითითებულ მისამართებზე.