2017-10-03

დამატებითი ენის ტესტირება თსუ უცხოენოვან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტებისთვის

დამატებითი ენის ტესტირება 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის თსუ უცხოენოვან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტებისთვის!

Erasmus+ და თსუ-ს უცხოენოვან გაცვლით პროგრამებში (ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში) მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხეს ა/წ 3 ოქტომბერს ორგანიზებულ ინსტიტუციონალურ ენის ტესტირებაზე დარეგისტრირება, 2017 წლის 6 ოქტომბრის 16:00 საათამდე უნდა გააგზავნონ ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (ქართულ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmus_test@tsu.ge.
მეილის სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი და სასურველი ენა: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური ან ესპანური.
მეილის ტექსტში მიუთითეთ საკონტაქტო მობილურის ნომერი.

ტესტის ჩაბარების უფლება აქვთ თსუ ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის, მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებს!

ტესტირება გაიმართება 2017 წლის 9 ოქტომბერს 14:30-სთ.ზე თსუ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).

ტესტირებაზე აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა!

*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ ენის ტესტზე დარეგისტრირებას და კონკურსში მონაწილეობის მიღებას.




Print

« იხ. ყველა სიახლე