2016-06-07

საერთაშორისო კონფერენცია

ევროპული ღირებულებები და იდენტობა: ევროპეიზაციის მრავალი განზომილება”

ორგანიზატორები და პარტნიორები: ა(ა)იპ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Georgia Proeuropa, საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომო.

კონფერენციის თარიღი: 25-26 ოქტომბერი, 2016 წ.

კონფერენციის ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციის ენა: ქართული, ინგლისური, და ფრანგული (სინქრონული თარგმანით)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომო, და Georgia Proeuropa გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2016 წლის 25-26 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენციის თემაა „ევროპული ღირებულებები და იდენტობა: ევროპეიზაციის მრავალი განზომილება”

თავისუფლების, ტოლერანტობის, თანასწორობისა და პროგრესის იდეები, რომლის დამკვიდრებაშიც განსაკუთრებული როლი მიუძღვის განმანათლებლობის ეპოქის ფილოსოფიას, აყალიბებს საზოგადოების ევროპულ მოდელს. შესაბამისად, დღეს ევროპეიზაციის პროცესში მყოფ ქვეყნებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროპული ღირებულებების გაზიარება.

ევროინტეგრაცია და მისი თანმხლები ევროპეიზაციის პროცესი, როგორც ევროკავშირის ღირებულებების და ნორმების გავრცელების მექანიზმი, უაღრესად აქტუალურია თანამედროვე საქართველოსთვის, განსაკუთრებით 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. ასოცირების ხელშეკრულება საფუძველს ქმნის ქვეყნის პოლიტიკური განვითარების, ერთიანი ევროპული ბაზრის წვდომისა, და ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების დამკვიდრებისთვის; ამდენად, უდავოდ მნიშვნელოვანია ევროპეიზაციის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული განზომილებების სათანადოდ გააზრება და ამ საკითხზე აკადემიური დისკურსის გაღრმავება.

კონფერენციის თემატიკა მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:

1.ევროპეიზაციის პოლიტიკური განზომილება,
•    ევროკავშირის ნორმატული გავლენა: საგარეო და სამეზობლო პოლიტიკა;
•    ევროკავშირის  გაფართოება აღმოსავლეთით და მისი გავლენა წევრ სახელმწიფოებზე;
•    ევროკავშირი, რუსეთი და სადავო სამეზობლო: პოლიტიკური სტრატეგია და უსაფრთხოება;
•    ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პერსპექტივები;
•    ევროპეიზაციის პროცესის გავლენა პოლიტიკური სისტემების ტრანსფორმაციაზე;
•    ევროპეიზაციის გავლენა პოლიტიკურ და პოპულარულ დისკურსებზე;
•    ნაციონალიზმი და პოსტნაციონალიზმი: ტრადიციული თვითშეგნებიდან ევროპული ღირებულებებისაკენ;
•    ევროპეიზაცია, გახსნილი საზღვრები და მიგრაცია: შედეგები წევრი და არაწევრი ქვეყნებისთვის.

2. ევროპეიზაციის ეკონომიკური განზომილება
•    ეკონომიკური  ინტეგრაცია და ევროპული ღირებულებები;
•    საერთო საბაზრო სივრცე და ევროპული ღირებულებების გავრცელების ეკონომიკური ბერკეტები;
•    ევროკავშირის ნორმატული გავლენა: სავაჭრო ურთიერთობები;
•    ევროპული სოციოეკონომიკური მოდელები და მათი ექსპორტირების პერსპექტივები ევროკავშირს მიღმა;
•    ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება, როგორც ევროპეიზაციის ინსტრუმენტი;
•    მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი და ევროპული ღირებულებების ტრანსფორმაცია.

3. ევროპული ღირებულებები  და  იდენტობა
•    ევროპული ლიტერატურის  და ფილოსოფიის როლი ევროპული ღირებულებების  ფორმირებასა და გავრცელებაში;
•    ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და უმთავრესი  პრინციპების დაცვა,  როგორც ევროკავშირის  პოლიტიკის წარმატების გარანტი;
•    ევროპელი მწერლები  და  ევროპული ცნობიერება;
•    ლინგვისტურ-ლიტერატურული პარადიგმები ევროპული ღირებულებების კონტექსტში;
•    ევროკავშირში შემავალი ქვეყნების  საერთო კულტურული მემკვიდრეობა  და კულტურული მრავალფეროვნება;
•    ევროკავშირი და ,,ერთიანი ევროპული იდენტობის" შექმნის პერსპექტივები;
•    ევროპის წარმოსახვითი რუკა: ცენტრ-პერიფერიის დისკურსი და წარმოსახვითი საზღვრები;
•    ეკლესიის როლი ევროპეიზაციის პროცესში: აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გამოცდილება;
•    ევროპული ღირებულებები და ევროპული საგანმანათლებლო სივრცე: ბოლონიის პროცესი და უმაღლესი განათლების ევროპეიზაცია.

კონფერენცია მულტიდისციპლინურია; მიიღება ნაშრომები შემდეგი სფეროებიდან: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, სამართალი, ჰუმანიტარული და განათლების მეცნიერებები.

ნაშრომები მიიღება როგორც გამოცდილი მკვლევრებისგან, ასევე მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისგან. საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი დაჯილდოვდება.

მოხსენების სტატიის ბეჭდვა
საუკეთესო 10 სტატია გაივლის საერთაშორისო ექსპერტიზას და დაიბეჭდება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ინგლისურენოვან ონლაინ რეფერირებად ჟურნალში „კავკასიის სოციალურ მეცნიერებათა მიმოხილვა“. სტატიები დაიბეჭდება მხოლოდ ინგლისურ ენაზე. მონაწილეებმა სრული სტატიები უნდა გადმოაგზავნონ 2016 წლის 1 დეკემბრამდე.

ძირითადი თარიღები

აბსტრაქტებისა და აპლიკაციის გადმოგზავნა: 15 ივლისი, 2016
მონაწილეების ინფორმირება: 1 აგვისტო, 2016
კონფერენციაში მონაწილეობაზე უარის თქმა: 20 სექტემბერი, 2016
აუდიო-ვიზუალური აღჭურვილობის მოთხოვნა (საჭიროების შემთხვევაში): 25 სექტემბერი, 2016
პირველადი პროგრამა: 1 ოქტომბერი, 2016
კონფერენციის თარიღი:  25-26 ოქტომბერი, 2016
სრული სტატიის გამოგზავნა პუბლიკაციისთვის: 1 დეკემბერი, 2016

კონფერენციის ადგილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჭავჭავაძის გამზ. 1, თბილისი 0179, საქართველო.

კონფერენციის ენა
კონფერენცია წარიმართება ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, სინქრონული თარგმანის თანხლებით.

მოგზაურობა და სასტუმროში განთავსება
კონფერენციის საერთაშორისო მონაწილეთათვის სასარგებლო ინფორმაცია (რუკები, ტრანსპორტირება, სასტუმროების ჩამონათვალი, ა.შ.) განთავსებულია შემდეგ ბმულზე: http://css.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=72

გთხოვთ, ნებისმიერი კითხვისთვის კონფერენციასთან დაკავშირებით  მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: conference2016@css.ge

კონფერენციის ვებგვერდი: http://www.georgie-europe2016.tsu.ge/ ; http://css.ge/

კონფერენციის თანადაფინანსებას უზრუნველყოფს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი და Georgia Proeuropa.

Print

« იხ. ყველა სიახლე