ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-11-21

ცხადდება კონკურსი თსუ ადმინისტრაციული პერსონალისთვის ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში

ცხადდება  კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში

სტიპენდიების ჩამონათვალი:
ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი)
საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი 
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ვშეჰნიცას პოლონური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია, ენების ცენტრის ადმინისტრაცია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 კვირა
კაიაანის გამოყენებით მეცნიერებათა  უნივერსიტეტი (ფინეთი)
საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 კვირა
მობილობის პერიოდი: 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი 
შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 კვირა
კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია 
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
პალაცკის უნივერსიტეტი უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, 
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
რჟეშოვის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
      უნივერსიტეტი ლიონი 2 (საფრანგეთი)
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია, საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 კვირა

ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ნორვეგია)
  საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი,
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა (2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (უცხო ენაზე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი).

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ფოტო ¾-ზე (იტვირთება პერსონალური ინფორმაციის ველში);
პასპორტის ასლი;
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ერთი რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე; კონკურსანტი ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში უთითებს რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემებს, რის საფუძველზეც, რეკომენდატორს, ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება ელ-ფოსტის საშუალებით სარეკომენდაციო ბმული შესავსებად.  რეკომენდატორის მიერ აუცილებლად სააპლიკაციო ვადის ამოწურვამდე უნდა მოხდეს რეკომენდაციის გადმოგზავნა);
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; თსუ-ს შესაბამისი სამსახურის უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი 1 ;
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან; დაინტერესების წერილი არ არის საჭირო რჟეშოვის უნივერსიტეტის სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში);
სასურველი უნივერსიტეტის ჩამონათვალი (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 2 უნივერსიტეტზე).


დაინტერესებული პირები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - 
mobility.tsu.ge ;
ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ა/წ 13 დეკემბრის 18:00 საათამდე.


სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები.

დამატებითი ინფორმაცია:
ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, რომელიც ამავე დროს იკავებენ ადმინისტრაციულ თანამდებობას განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მიმდინარე კონკურსებიდან: ,,აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდია’’  და  ,,ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდია’’  მხოლოდ ერთში;
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება;
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე;
მიმდინარე კონკურსის საფუძველზე შესაძლებელია მხოლოდ 1 სტიპენდიის მოპოვება;
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
გასაუბრებები იგეგმება ა/წ 18 დეკემბერს;  
გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით;
გასაუბრების პერიოდში, საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ ა/წ 17 დეკემბრის 11 საათამდე outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები.

Print

« იხ. ყველა სიახლე