2011-10-18
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პედაგოგიკის ინსტიტუტი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში
,,განათლება გლობალიზაციის ეპოქაში – 21–ე საუკუნის გამოწვევები“
კონფერენცია ჩატარების თარიღი : 2011 წლის 9 – 10 დეკემბერი
კონფერენციის თემატიკა მოიცავს განათლების მეცნიერებებისა და მასწავლებელთა განათლების ყველა ასპექტს:
განათლების მეცნიერებები:
-
განათლების მართვა
-
განათლების პოლიტიკა
-
საგანმანათლებლო პროგრამები და მათი შეფასება
-
უმაღლესი და საშუალო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფა
-
ინკლუზიური განათლება
-
საგანმანათლებლო სტანდარტები და პრაქტიკა
-
სკოლა და სტრატეგიული განვითარების საკითხები
-
საგანმანათლებლო სფეროს კვლევები
-
დისტანციური სწავლება
მასწავლებელთა განათლება:
-
მასწავლებლის მომზადების პრობლემები
-
საგანთა სწავლების საკითხები
-
გლობალიზაცია და სწავლების პრობლემები
-
მასწავლებლისა და მოსწავლის კომპეტენციები
-
სკოლა და საზოგადოება
-
მშობელი და სასწავლო პროცესი
-
სწავლება–სწავლის პროცესი და შეფასება
-
სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები უმაღლეს და საშუალო სკოლაში
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარება
მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ 2011წ. 1 ნოემბრამდე საკონფერენციო მოხსენების სრული ვერსია (არაუმეტეს 6 გვერდისა, Sylfaen, 10, ინტერვალი - 1,5) და ინფორმაცია ავტორ(ებ)ის შესახებ (სახელი, გვარი, აკადემიური ხარისხი, თანამდებობა, სამუშაო ადგილი, ელ-ფოსტა) გადაგზავნონ მისამართზე: izabela.petriashvili@tsu.ge
პასუხი კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ავტორებს ეცნობებათ 2011წ. 7 ნოემბრამდე.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური
სარეგისტრაციო გადასახადი: 50 ლარი
ENG
« იხ. ყველა სიახლე