2014-04-25

თურქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მე-6 და მე-8 სემესტრის სტუდენტების საყურადღებოდ!

2014 წლის 30 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ათათურქის უნივერსიტეტი (ქ. ერზურუმი) ორგანიზებას უწევს საზაფხულო სკოლას „კულტურათაშორისი დიალოგი“, რომლის წარმატებით  დასრულების შემდეგ სტუდენტები დააგროვებენ 3 კრედიტს.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების საშუალება ეძლევა თსუ-ს ორ სტუდენტს, რომლებიც უნდა ფლობდნენ თურქულ და ინგლისურ ენებს.
სწავლის, კვებისა და საცხოვრებელ ხარჯებს ანაზღაურებს მასპინძელი მხარე, მგზავრობის თანხას იხდის სტუდენტი.  
 
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველებს გასაუბრება ჩაუტარდებათ  2014 წლის 8 მაისს, 12 საათზე თსუ-ის მეხუთე კორპუსში, ოთახი 104.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტში 30 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით, 10.00 საათიდან 17.00 საათამდე. რეგისტაციისას კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    ავტობიოგრაფია (CV) თურქულ და ინგლისურ ენებზე;
•    პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
•    სტუდენტის აკადემიური მოსწრების (CPA) დამადასტურებელი დოკუმენტი;
•    ცნობა სტუდენტის სტატუსი შესახებ;
•    აკადემიური რეკომენდაცია ინგლისურ ან თურქულ ენაზე
•    კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)


საკონკრსო დოკუმენტაციას ჩაიბარებს ასოცირებული პროფესორი ელისაბედ ბჟალავა
თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
თსუ-ს პირველი კორპუსი
ოთახი №121


Print

« იხ. ყველა სიახლე