2014-04-25
თურქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მე-6 და მე-8 სემესტრის სტუდენტების საყურადღებოდ!
2014 წლის 30 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ათათურქის უნივერსიტეტი (ქ. ერზურუმი) ორგანიზებას უწევს საზაფხულო სკოლას
„კულტურათაშორისი დიალოგი“, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტები დააგროვებენ 3 კრედიტს.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების საშუალება ეძლევა თსუ-ს ორ სტუდენტს, რომლებიც უნდა ფლობდნენ თურქულ და ინგლისურ ენებს.
სწავლის, კვებისა და საცხოვრებელ ხარჯებს ანაზღაურებს მასპინძელი მხარე, მგზავრობის თანხას იხდის სტუდენტი.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველებს გასაუბრება ჩაუტარდებათ 2014 წლის 8 მაისს, 12 საათზე თსუ-ის მეხუთე კორპუსში, ოთახი 104.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტში 30 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით, 10.00 საათიდან 17.00 საათამდე. რეგისტაციისას კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• ავტობიოგრაფია (CV) თურქულ და ინგლისურ ენებზე;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• სტუდენტის აკადემიური მოსწრების (CPA) დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ცნობა სტუდენტის სტატუსი შესახებ;
• აკადემიური რეკომენდაცია ინგლისურ ან თურქულ ენაზე
• კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
საკონკრსო დოკუმენტაციას ჩაიბარებს ასოცირებული პროფესორი ელისაბედ ბჟალავა
თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
თსუ-ს პირველი კორპუსი
ოთახი №121

« იხ. ყველა სიახლე