ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-10-07

ზაარლანდის (გერმანია) უნივერსიტეტის სტიპენდიები თსუ-ს აკადემიური პერსონალისათვის


თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ-ს აკადემიური პერსონალისათვის ზაარლანდის უნივერსიტეტში ერთთვიანი მობილობის დაფინანსების მოსაპოვებლად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ს ჰუმანიტარულ, სოციალურ პოლიტიკურ, იურიდიულ მეცნიერებათა და ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტების აკადემიურ პერსონალს, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ გერმანულ ენას და მათი კვლევის ან/და სწავლების თემა  სამეზობლო ურთიერთობებთან არის დაკავშირებული.
მობილობა ითვალისწინებს ზაარლანდისა (გერმანია) და მიკოლაევის (უკრაინა) შავი ზღვის სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთობლივ შემოდგომის უნივერიტეტში „ რთული სამეზობლო“ მონაწილეობას (რომელიც გაიმართება საარბრიუკენში, ა/წ. 9 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე) და შემდგომი ორი კვირის განმავლობაში აღნიშნულ თემაზე გერმანელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად  შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვას.  

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა სააპლიკაციო დოკუმენტების მიღება მოხდება ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე:  dfronline_de@tsu.ge

კონკურსზე დარეგისტრირების ბოლო ვადაა: 2014 წლის 17 ოქტომბერი, 12 საათი

რეგისტრაციისათვის სავალდებულო დოკუმენტების ჩამონათვალი:
გამარჯვებული კანდიდატების შერჩევა მოხდება კომისიასთან გერმანულ ენაზე გასაუბრების მეთოდით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული ან/და მიმართეთ ირინა გამყრელიძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204).

Print

« იხ. ყველა სიახლე