2017-02-27

III ყოველწლიურ სტუდენტური კონფერენცია ანტიკურობის თანამედროვეობა"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს III ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას "ანტიკურობის თანამედროვეობა". კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რეგიონებში არსებული აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები: ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია.


კონფერენცია ჩატარდება 2017 წლის 12-13 მაისს.

გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები 2017 წლის 2 აპრილამდე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: classics.tsu@gmail.com

საკონტაქტო პირი:  მარიამ კალაძე
ტელ: +995 577 42 69 82 +995 577 42 69 82

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი;
მსჯელობა - 10 წუთი.

განაცხადის ფორმა:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
სასწავლო სტატუსი;
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური სტატუსი.

თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 300 სიტყვა

თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს. მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2017 წლის 7 აპრილს.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

საკონტაქტო პირი: მარიამ კალაძე
ტელ: +995 577426982 +995 577426982
ელ.ფოსტა: mariami.kaladze@tsu.ge
    

Print

« იხ. ყველა სიახლე