2016-05-31
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
13-15 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია:
„ნართების ეპოსის კვლევის თანამედროვე პერსპექტივები“. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას და თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს. კონფერენციას დაესწრებიან და მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები, ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური დარგების მკვლევრები.
კონფერენციაზე იმუშავებს ოთხი სექცია და ერთი მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის.
მოხსენებების თემატიკა:
1. ნართების ეპოსის კვლევის ისტორია
2. ნართების ეპოსის თანამედროვე კვლევები
3. ქართულ-ოსური ფოლკლორული ურთიერთობების ისტორია
4. ქართულ-ოსური ლიტერატურული ურთიერთობები
5. ქართულ-ოსური ლინგვისტური ურთიერთობები
6. ქართულ-ოსური კულტურული ურთიერთობები
მიმართულებები:
ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, რელიგია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტურის კვლევები, ხელოვნებათმცოდნეობა, კონფლიქტები, მიგრაცია.
სამუშაო ენები:
ქართული, ინგლისური, რუსული, ოსური.
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი;
მსჯელობა - 10 წუთი;
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი:
მოხსენება
დასწრებული და დაუსწრებელი მონაწილეობა
თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen, Times New Roman
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი (250 სიტყვა)
თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს, მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2016 წლის 20 აგვისტოს.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის სერტიფიკატები.
კონფერენციაში მონაწილე მომხსენებელთათვის არ არის დაწესებული სარეგისტრაციო გადასახადი.
კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება.
გთხოვთ კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები გამოგზავნოთ 20 ივლისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gorc.conference2016@tsu.ge, ბმულის სახით იხილეთ სააპლიკაციო ფორმა.
საკონტაქტო პირი: ნაირა ბეპიევი
ტელ.: +995599101164;
ელ.ფოსტა: gorc.conference2016@tsu.ge
მისამართი: თსუ, ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თბილისი, ქეთევან წამებულის 55, ოთახი N 115.
« იხ. ყველა სიახლე