2012-06-12
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს საგნის სპეციალისტების შესარჩევ კონკურსს „ასწავლე საქართველოსთვის” პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამის მიზანია საქართველოს რეგიონების სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვა და სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.მასწავლებელთა ყველაზე მწვავე ნაკლებობა განსაკუთრებით მაღალმთიანი რაიონების სკოლებში ფიქსირდება. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების შერჩევა, მათთვის პროფესიულ უნარ-ჩვევებში ტრენინგების ჩატარება და იმ სკოლებში დასაქმება, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროებაა.
პედაგოგთა მიღება ცხადდება შემდეგ საგნებში:
• ქართული ენა და ლიტერატურა
• დაწყებითი საფეხური
• ისტორია
• გეოგრაფია
• გერმანული ენა
• რუსული ენა
• ქიმია
• ბიოლოგია
• ფიზიკა
• მათემატიკა
სამუშაოს აღწერა
შერჩეული მასწავლებლები დასაქმდებიან საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში. მასწავლებლები სკოლის დირექციასთან თანამშრომლობით, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით და სკოლაში კონკრეტული საგნის სწავლების პრობლემატიკიდან და საჭიროების ანალიზიდან გამომდინარე შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას. მასწავლებლები ყოველი სასწავლო სემესტრის ბოლოს მოამზადებენ ანგარიშს სწავლების პროცესის მიმდინარეობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების შესახებ. მასწავლებელმა სწავლების დროს უნდა გამოიყენოს სწავლების თანამედროვე მეთოდიკა. იმდენად, რამდენადაც მასწავლებელი ანგარიშვალდებული იქნება, როგორც სკოლის დირექციის, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წინაშე, მას შესაძლებლობა ექნება, მუდმივად მიიღოს ინფორმაცია ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამების და ღონისძიებების შესახებ, აგრეთვე მასწავლებლის პროფესიაში არსებული სიახლეების შესახებ, რომელიც პერიოდულად უნდა გააცნოს თავის კოლეგებს და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს სკოლაში სიახლეების დანერგვას. პროგრამის ფარგლებში მასწავლებლები სკოლებში დასაქმდებიან ერთი სასწავლო წლით და ამ პერიოდის განმავლობაში იზრუნებენ სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
• უმაღლესი განათლება (საგნის სპეციალისტი, ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი);
• საგნის საფუძვლიანი ცოდნა და მაღალი ინტერესი საგნისადმი;
• სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
• გამართულად მეტყველების და აზრის თავისუფლად გადმოცემის უნარი;
• ინტერესი განათლების სფეროსადმი; სფეროში მიმდინარე სიახლეების და ძირითადი მიმართულებების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
• ენერგიული და მოტივირებული პიროვნება;
• ლიდერის თვისებების მქონე პიროვნება.
ანგარიშგება
მასწავლებელი ანგარიშვალდებულია სკოლის დირექციის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წინაშე.
ხელშეკრულების ხანგრძლივობა და პირობები
თითოეული მასწავლებლისთვის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება ერთი სასწავლო წლით.
პროგრამაში ჩართული მოხალისე მასწავლებლები შემდეგი წამახალისებელი ფორმით ისარგებლებენ:
ა) ბაკალავრის ხარისხის მქონე მონაწილეებს, რომელთაც მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება სურთ, სკოლაში მიღებული ხელფასის გარდა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან დაერიცხებათ დამატებითი ანაზღაურება და პროგრამაში მონაწილეობისა და მაგისტრატურის გამოცდების წარმატებით დაძლევის შემდეგ მიიღებენ სახელმწიფო სამაგისტრო გრანტს;
ბ) კონსულტანტ-მასწავლებელთა ნაწილი, რომელიც უკვე ფლობს მაგისტრის ხარისხს, ცენტრიდან მიიღებს სკოლაში საათობრივი დატვირთვის მიხედვით დარიცხულ ხელფასზე დანამატს.
დაინტერესებულმა პირებმა თავდაპირველად უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგი ბმულის საშუალებით: http://www.tpdc.ge/teachers_registration/ და წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში წარმოადგინონ ან გამოაგზავნონ აღნიშნული ელექტრონულ ფოსტაზე ltsiklauri@tpdc.ge შემდეგი საბუთები:
• პირადობის მოწმობის ასლი;
• ორი ფოტოსურათი;
• ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი, ან საჭიროების შემთხვევაში ცნობა უნივერსიტეტიდან მინიჭებული ხარისხის შესახებ;
• დიპლომის დანართი ან ნიშნების ფურცელი;
განცხადებების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2012 წლის 8 ივლისი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
0102 თბილისი, დ. უზნაძის ქ. #52, ოთახი #132
ტელეფონი: 291 06 02
ელ-ფოსტა: ltsiklauri@tpdc.ge
www.tpdc.ge
საკონტაქტო პირი: ნინო მაისურაძე
იხილეთ დანართი
« იხ. ყველა სიახლე