2012 წლის 8 ივნისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა
II კონფერენცია
,,პოლონური მოტივები – ისტორია და თანამედროვეობა“
კონფერენცია ეძღვნება ლეხ და მარია კაჩინსკების ხსოვნას.
კონფერენციის ორგანოზატორები არიან:
- ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კავკასიური კვლევის ცენტრი;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლონისტიკის ცენტრი;
- კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირი ,,პოლონია“;
- პოლონეთის საელჩო საქართველოში.
კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:
1. პოლონეთის პოლიტიკურ–ეკონომიკური საკითხები;
2. პოლონეთის ისტორიულ–კულტურული საკითხები;
3. პოლონურ–ქართული ურთიერთობები.
რეგისტრაციის ვადა - 1 ივნისამდე : caucasus.studium@uw.edu.pl
მეილში მიუთითეთ:
1. სახელი და გვარი
2. ფაკულტეტი
3. მიმართულება
4. თქვენ მიერ შერჩეული თემის სათაური
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული