2017-09-07
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ინტერკულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“
11-16 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ინტერკულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“ გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი და კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი.
11 სექტემბერს, 9:00 საათზე, საზაფხულო სკოლას გახსნის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე და მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ნარმანია.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, გერმანელი და აზერბაიჯანელი სტუდენტები. ლექცია-სემინარების წასაკითხად მოწვეული არიან პროფესორები მაგდალენა შტულბი და გაბრიელა ვოლფი კობლენცის უნივერსიტეტიდან, ხოლო პროფესორი მათიას ფოგტი ციტაუ - გიორლიცის უნივერსიტეტიდან. ლექციების შემდეგ გაიმართება დისკუსიები მულტიკულტურული საწარმოების ფუნქციონირებასა და ინტერკულტურული კომუნიკაციების შესახებ. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოინახულონ თბილისში არსებული სხვადასხვა საწარმოები. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
საზაფხულო სკოლის სამუშაო ენა - ინგლისური.
საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელია თსუ მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ნარმანია, კოორდინატორი - სოფიკო ჯვარშეიშვილი.
საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელია თსუ მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ნარმანია, კოორდინატორი - სოფიკო ჯვარშეიშვილი.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 301-ე აუდიტორია
« იხ. ყველა სიახლე